CENN-ისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებული მედიაკონკურსის გამარჯვებული ჟურნალისტების ვინაობა ცნობილია.
კონკურსი ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით იწვევდა ახალგაზრდობის თემატიკაზე, კერძოდ კი ახლაგაზრდებს შორის ე.წ. NEET ჯგუფის შესახებ მედიაპროდუქტების შესაქმნელად.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 3 საუკეთესო განაცხადი, რომლებიც დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო აუდიო-ვიზუალური მასალა - მარიამ ყვავაძე, მეცხრე ტალღა
საუკეთესო აუდიო მასალა, გიორგი ედიშერაშვილი, რადიო "კახეთის ხმა"
საუკეთესო ტექსტურ-გრაფიკული მასალა, გვანცა დოლუაშვილი, მოზაიკა
გამარჯვებულ ჟურნალისტებს ევროკავშირისა და CENN-ისგან გადაეცემათ 800 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერები.
კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში და მისი მიზანი ახალგაზრდების გამოწვევების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა. კონკურსი ფოკუსირებულია NEET ახალგაზრდებზე, რაც გავრცელებული განმარტებით ახალგაზრდების ისეთი ჯგუფია, რომელიც არ არის დასაქმებული, არ იღებს განათლებას, და, ზოგადად, არ არის აქტიური საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული.