ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად იწყებს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წევრობაზე განაცხადების მიღებას.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG – Local Action Group), ევროპული (LEADER) მიდგომით სოფლის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტია. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას, რომელიც ჩართულია სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგში.
პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში (ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი) დაგეგმილია ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) შექმნა. ჯგუფებში ჩართვა და მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მუნიციპალიტეტის განვითარებით. ჯგუფის წევრობაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ შესაბამის ბმულს:
ოზურგეითის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრობის განაცხადის ფორმა https://forms.gle/pMMtooUAS5Zjh1nb9
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრობის განაცხადის ფორმა https://forms.gle/LASC6X1GY61QuTAm6
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრობის განაცხადის ფორმა https://forms.gle/K6RqkWfwwssqYvYm9
პროექტის შესახებ:
პროექტი – მწვანე გურია-ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის – ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში CENN-ის მიერ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით. პროექტი სამი წლის განმავლობაში გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში განახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) შექმნასა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას გენდერის, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და ქალების, ახალგაზრდებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ბროშურა: მწვანე გურია-ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის