fbpx

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის შერბილება და აღდგენა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის შერბილების უზრუნველყოფა და  ყველა ასაკის მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობა აუცილებელია მდგრადი განვითარებისთვის. დღევანდელი მსოფლიო ჯანმრთელობის გლობალური ჯერ არნახული კრიზისის წინაშე დგას – COVID-19 იწვევს   გლობალური ეკონომიკის დესტაბილიზაციას და მილიარდობით ადამიანის ცხოვრების კარდინალურად შეცვლას მთელს მსოფლიოში.

საყოველთაოდ მიღებულია,  რომ გლობალური დათბობა უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის ძირითად საყრდენებზე – ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ განმსაზღვრელებზე. ეს კი გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ საკითხებზე: უსაფრთხო სასმელ წყალზე, სუფთა ჰაერზე, სურსათის უვნებლობაზე და ა.შ. ამ კონტექსტში, გლობალური სამხრეთი ყველაზე მეტად განიცდის გარემოსდაცვითი უსამართლობის, ტოქსიკური გამონაბოლქვისა და დაბინძურებული წყლის ზემოქმედებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ზოგადად მიჰყვება ტენდენციებს, რომლებიც შეინიშნება ჯანმო-ს დანარჩენ ევროპულ რეგიონში. თუმცა, 2000 წლიდან შესამჩნევი გაუმჯობესების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  თვალსაზრისით. ამავე ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება რისკ ფაქტორებისა და შესაბამისი ასაკ–სტანდარტიზებული ავადობის ტვირთების პირველ ათეულშია.

CENN აღიარებს ჯანსაღი და გამძლე თემების მნიშვნელობას მწვანე ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის. ამიტომაც CENN-ის პროგრამებში პრიორიტეტი ენიჭება მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების შერბილებას. კერძოდ, CENN მხარს უჭერს სამთავრობო ინსტიტუტებს შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში, ატარებს კვლევებს კვლევით ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და აწვდის ღირებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს. გარდა ამისა, CENN ახორციელებს საკითხებზე დაფუძნებულ კონსტრუქციული დიალოგის მექანიზმებს და ადვოკატირების კამპანიებს სოფლად მწვანე ტერიტორიების შესაქმნელად, შიდა და გარე ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და სხვა საკითხებზე.

პროექტები