კავკასიის რეგიონის სოფლის მეურნეობის სისტემებმა მდგრადი გზით უნდა გაზარდონ პროდუქცია და ამავდროულად მოერგონ კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს და ნაყოფიერი მიწების დაკარგვას, რათა შეძლონ მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ფერმერების შესაძლებლობების გაზრდის გზით CENN ხელს უწყობს მდგრად სოფლის მეურნეობასა და ფერმერულ პრაქტიკას რაც, სხვათა შორის, მოიცავს საჩვენებელი ნაკვეთების შექმნას და საველე დღეების და ფერმერთა საველე სკოლების ორგანიზებას, იმისთვის, რომ გამოიკვეთოს მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სარგებელი და იმავდროულად შემცირდეს სექტორის გარემოზე ზემოქმედება. მთავრობას, კერძო სექტორსა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გზით CENN მხარს უჭერს სექტორის სტრატეგიულ დაგეგმვას.