გერმანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კონკურსი, რომელსაც CENN პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, 11 კომპანიასა და ორგანიზაციას აერთიანებს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შემცირების მიზნით.
პროკრედიტ ბანკი საქართველო არაერთი წელია, რაც ნერგავს მწვანე სტანდარტებს და ასევე, ხელს უწყობს მწვანე ბიზნესების განვითარებას. სწორედ ამიტომ ის კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ მთავარი პარტნიორია.
“პროკრედიტ ბანკისთვის მნიშვნელოვანია პროექტის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება” მხარდაჭერა, მისი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების გათვალისწინებით. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას პლასტმასის ნარჩენების მავნე ზემოქმედების შესახებ და მდგრადი პრაქტიკების დანერგვას. ჩვენ გვჯერა, რომ პლასტმასით დაბინძურების შემცირება მნიშვნელოვანია პლანეტის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, ბუნებრივი რესურსების დასაცავად და ჯანსაღი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.
პროკრედიტ ბანკში დანერგილი მწვანე პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ რიგი გარემოსდაცვითი აქტივობები განვახორციელეთ გარემოზე ზრუნვისა და ეკო-მეგობრული ქცევის წახალისების მიზნით. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებს დაფინანსების სპეციალურ შესაძლებლობებს სთავაზობს ეკო-მეგობრულ პროექტებში ინვესტირებისათვის, და ამით ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას. პროკრედიტ ბანკის პასუხისმგებლიანი ბიზნეს მოდელი არის წარმატებული მაგალითი მდგრადი მომავლის და გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით.” – ალექს მატუა, გენერალური დირექტორი.
კონკურსი ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: “ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერით, პროკრედიტ ბანკთან და პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG.