ხანგრძლივობა: 2018-2021
გეოგრაფიული დაფარვა: ქვემო ქართლი, კახეთი, საქართველო
განმახორციელებელი: CENN
დონორი: European Union, New World Programme (Funded by Global Water Challenge and The Coca Cola Foundation)
ადამიანის უფლება წყალზე თითოეულ ადამიანს აძლევს უფლებას ისარგებლოს საკმარისი რაოდენობის, უსაფრთხო, მისაღები/შესაბამისი, ფიზიკურად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი წყლით პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის[1]. საქართველოში წყლის რესურსების სიმრავლის მიუხედავად, სოფლის თემები განიცდიან უსაფრთხო წყალზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას. ეს ეხება წყალზე უფლების ყველა ურთიერთდაკავშირებულ და არსებით მახასიათებელს:
(1) ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭირო წყლის რაოდენობის ხელმისაწვდომობა, რომელიც განსხვავდება კონტექსტის მიხედვით (მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლიმატი და სამუშაო პირობები);
(2) პირადი და საყოფაცხოვრებო მოხმარების წყლის ხარისხი, წყალი უნდა იყოს დაცული მავნე ნივთიერებებისგან და ჰქონდეს მისაღები სუნი, ფერი და გემო ადამიანის მოხმარებისთვის; და
(3) წყლის ხელმისაწვდომობა, რაც ნიშნავს ფიზიკურ, ეკონომიკურ და არადისკრიმინაციულ ხელმისაწვდომობას და წყლის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. უფრო მეტიც, ყოველწლიურად დაახლოებით ოცდაათი ათას[1] ადამიანს, უფრო მეტად ბავშვებს, ემართებათ დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყანაში წყლის დაბალ ხარისხთან და მიწოდებასთან, სანიტარიისა და ჰიგიენის პრობლემებთან.
WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) პრობლემები კომპლექსურია და დაკავშირებულია საგანმანათლებლო (დაბალი ინფორმირებულობა და ცოდნა საკუთარი უფლებების შესახებ, ცუდი ჰიგიენური და სანიტარული ჩვევები), სოციალურ-ეკონომიკურ (სიღარიბის მაღალი დონე, სოციალური დაცვის ქსელის არარსებობა, განუვითარებელი და მოძველებული ინფრასტრუქტურა), პოლიტიკურ (საბჭოთა მემკვიდრეობა, დევნილები) და გარემოს დაცვის (კლიმატის ცვლილება, წყალშემკრები აუზების დეგრადაცია) საკითხებთან. სამიზნე რეგიონებში წყლის მიწოდება ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ. თუმცა, ასეთი ცენტრალიზებული მიდგომა ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი თემების ინტერესებს. შედეგად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს წყალმომარაგების სისტემებს მხოლოდ ქალაქებში, სოფლის დასახლებები კი საერთოდ ვერ სარგებლობენ უსაფრთხო და მდგრადი წყალმომარაგების უპირატესობებით.
[1]გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი 2002 წ.
[2]2005 წლიდან შეიმჩნევა ინფექციური დიარეის შემთხვევების მკვეთრი ზრდის ტენდენცია, რაც პირდაპირ კავშირშია სასმელი წყლის დაბინძურებასთან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, 2013-2015 წლებში GI-ის საშუალო რაოდენობა 27 000 იყო. მათგან დაახლოებით 95% დიარეას ემართება. 2015 წელს დაფიქსირდა შემთხვევების 20%-იანი ზრდა – კუჭ-ნაწლავის დაავადებების 30 501 შემთხვევა.
ქვემო ქართლის რეგიონში სოფლის მოსახლეობის 49.3%-ს აქვს კარგი ხარისხის სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. კახეთის რეგიონში თითქმის ყველა დასახლებული პუნქტი მომარაგებულია წყლით სპეციალური გრაფიკის მიხედვით, ზოგჯერ 4 დღიანი ინტერვალით. სანიტარულ სისტემებზე პასუხისმგებელ ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნია ტექნიკური ცოდნა იმ უნარების შესახებ, რომლებიც საჭიროა არსებული WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) საჭიროებების შესაფასებლად და რეაგირებისთვის. მაშინ როცა ქალაქის დასახლებებში საბაზისო სანიტარიულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა დაახლოებით 90%-ია, საქართველოს სოფლად ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია – (საშუალოდ) 29%. კახეთის რეგიონში ეს უთანასწორობა კიდევ უფრო მწვავეა: სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 9,8%-ს აქვს წვდომა სანიტარულ ინფრასტრუქტურაზე.
რაც შეეხება უსაფრთხო წყალზე წვდომას, ბევრად უარესი სურათია მრავალეთნიკურ თემებში, სადაც არსებობს ინტეგრაციის, განათლების, ფინანსური რესურსებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის პრობლემები. წყლის რესურსების ხელმისაწვდომობა მცირდება აგრეთვე წყალშემკრები აუზების დეგრადაციისა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედების გამო. წყალზე ხელმისაწვდომობა იწვევს კონფლიქტებს თემის წევრებს შორის, რაც იწვევს ყველაზე დაუცველი ეთნიკური ჯგუფების მარგინალიზაციას და უთანასწორობას.
წყალზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით ტვირთად აწვება სოფლად ქალებს, რომლებიც ტრადიციულად პასუხისმგებელნი არიან დასუფთავებაზე, რეცხვაზე, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის წყლის მოტანაზე, საჭმლის მომზადებაზე, შინაური ცხოველების დარწყულებაზე და ბავშვებისა და მოხუცების მოვლაზე. რეგიონებში WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) საკითხების არაადეკვატური სიტუაციის გამო, ხშირია წყალგადამდები ინფექციური დაავადებების გამოვლენის შემთხვევები, როგორიცაა: ბოტულიზმი, ნაწლავის ჩხირის (E. coli) ინფექცია, დიზენტერია, სალმონელოზი, A ჰეპატიტი და ა.შ. წყლით გადამდები დაავადებების დარეგისტრირებული შემთხვევების უმრავლესობა (70%) ეხება ბავშვების ჯანმრთელობას.
წყალზე უფლების , ჯანმრთელობისა და შესაბამისი ცხოვრების სტანდარტის დასაცავად საქართველოს მოწყვლად მრავალეთნიკურ თემებში, CENN-მა, რომელიც ევროკავშირთან და New World Program-თან (დაფინანსებული Global Water Challenge და კოკა კოლას ფონდის მიერ) მუშაობს, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია შემდეგ მიმართულებებში:
წყალზე
წვდომის
გაფართოება
3500-ზე მეტმა ადამიანმა ნახა სარგებელი
წყალზე წვდომა შესაძლებელი გახდა საქართველოს სოფლებში მცხოვრებ 3500-ზე მეტი ადამიანისთვის. WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) საბჭოებმა (იმერეთის , კახეთის და ქვემო ქართლი რეგიონებში შეიქმნა 8 WaSH საბჭო) ინიციირება გაუკეთეს ცვლილებების ხელშემწყობ პროცესებს საქართველოს მასშტაბით. მათ გაიღრმავეს ცოდნა წყლის სარეაბილიტაციო სისტემების, ადამიანის უფლებების, ბიუჯეტის და სხვა საკითხების შესახებ შესაძლებლობების განვითარების არაერთი ღონისძიების შედეგად.
მეცნიერებისა
და კვლევების
წინსვლა
შესწავლილი იქნა 400-მდე ობიექტი
- გაანალიზებულია ადამიანის უფლებების დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) საკითხებთან სამიზნე თემებში და იდენტიფიცირებულია დარღვევების ძირითადი ტიპები სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ბავშვთა სახლებში, თავშესაფრებში და ჯანმრთელობის ცენტრებში (ანუ: ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, დევნილები და ა.შ.). თემების ცხელი წერტილები განისაზღვრება მონაწილეობრივი გზით. შემუშავებულია ანგარიში რეკომენდაციებითა და ქმედებებით WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) საკითხების პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს გასაუმჯობესებლად და აღსრულების მიზნით;
- საქართველოში WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) პირობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა ორი ონლაინ რუკა. რუკაზე, რომელიც მოიცავს 400-მდე საჯარო შენობას (სკოლები, საბავშვო ბაღები და ჯანმრთელობის ცენტრები), აღწერილია წყლის ხელმისაწვდომობა, სანიტარული და ჰიგიენური ჩვევები.
საზოგადოებების
ჩართვა
წყლის კონფლიქტებისა და არსებული WaSH (წყალი, სანიტარია,
ჰიგიენა) პრობლემების გადასაჭრელად
5000-ზე მეტი მოქალაქეა ჩართული
წყლის კონფლიქტები მოგვარებულია; კახეთის (ახმეტის, საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები) და ქვემო ქართლის რეგიონების (დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის მუნიციპალიტეტები) მრავალეთნიკურ თემებში მცირდება დისკრიმინაცია და უთანასწორობა წყალთან და სანიტარიასთან დაკავშირებულ საკითხებში კონფლიქტების მედიაციითა და WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) პრიორიტეტული პროექტების განხორციელებით. პროექტების ეფექტური ადვოკატირებით მიიღწევა სახელმწიფო და არასახელმწიფო ფონდებიდან დამატებითი დაფინანსების მოძიება.
მმართველობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოწყვლადი ჯგუფების ჩართვის შესახებ დისკუსიების გაჩაღება
35+ საქმე განხორციელდა ლობირებით და ადვოკატირებით
სოციალურად დაუცველ მრავალეთნიკურ თემებში ჯანმრთელობის, წყლისა და სანიტარიული პირობების და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის დარღვევის შემთხვევები განიხილება უფასო იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით (35-ზე მეტი განცხადება და შუამდგომლობა იქნა შეტანილი და წარმოდგენილი შესაბამის ადგილობრივ და რეგიონულ სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებში). ადამიანის უფლებების დარღვევის გადაუდებელი საკითხებზე ხდება რეაგირება.
ადგილობრივი ფილიალების
შექმნა
ადგილზე წამყვანი როლის შესრულებისთვის
დაარსდა ადგილზე წამყვანი როლის შემსრულებელი 2 რეგიონული და X მუნიციპალური ერთეული
კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შექმნილია WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) ორი (2) რეგიონული მრჩეველთა კომიტეტი. რეგიონული WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) მრჩეველთა კომიტეტები აერთიანებს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების, სათემო ინსტიტუტების, ეთნიკური უმცირესობების, ქალებისა და ახალგაზრდების ჯგუფების, კერძო სექტორის, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს. საზოგადოების აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს პროექტის მდგრადობას გრძელვადიან პერსპექტივაში. ისინი გადიან ტრენინგს, რათა აქტიურად იყვნენ ჩართულნი WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) საკითხებთან დაკავშირებულ სოციალური და ჯანმრთელობის უფლებების ადვოკატირებაში სამიზნე მუნიციპალიტეტებში WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) საჭიროებების შეფასების ანგარიშის დასკვნების საფუძველზე.
შესაძლებლობების გაძლიერება
მდგრადი შედეგების მისაღწევად
მოიცვა 10000-ზე მეტ ქალი და ახალგაზრდა
- შესაძლებლობების გაძლიერება 10000-ზე მეტი ქალისა (რეგიონული WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) საბჭოები) და ახალგაზრდისთვის ადამიანის უფლებების, WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) საკითხების, და სოციალური და ჯანდაცვის საკითხებში (1) სხვადასხვა შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებების მეშვეობით და (2) ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მართული ადგილობრივი ინიციატივების დაფინანსებით ქვეგრანტების პროგრამის ფარგლებში;
- WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) საკითხებზე მედია გაშუქება საქართველოს რეგიონებში 50%-ით გაიზარდა CENN-ის მიერ მედიის წარმომადგენლების აქტიური შესაძლებლობების ამაღლების, მედია ტურების ორგანიზების, კამპანიების და სხვა ღონისძიებების შედეგად.