კლიმატის ცვლილება ძლიერ მოქმედებს ისეთ მთიან ლანდშაფტებზე, როგორიც ბახმაროს საკურორტო ზონაა. ამიტომ, აუცილებელია, შეფასდეს კლიმატის ცვლილების გავლენა, სანამ კურორტის განვითარების გეგმა შეიქმნება, ან ეს უნდა იყოს განვითარების გეგმის ნაწილი.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ბახმარო გადაიქცევა სათხილამურო კურორტის დანიშნულების ადგილად. თუმცა არ ჩატარებულა რაიმე სახის შეფასება ბახმაროს საკურორტო ზონაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ; განსაკუთრებით კი, ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიცაა: ნალექების განაწილება და თოვლის საფარი. აღნიშნული შეფასება იქნება არსებითი ფაქტორი კლიმატის ადაპტაციის გეგმაში, რომელიც საშუალებას მისცემს შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს, წინასწარ განსაზღვრონ კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ზომები.
CENN-მა, ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი: „კლიმატის ცვლილების გავლენა ბახმაროს საკურორტო ზონაზე“, რომლის მიზანია ბახმაროს საკურორტო ზონის კლიმატის შესწავლა და არსებული კლიმატის პარამეტრების შეფასება, კლიმატის ცვლილების გავლენის განსაზღვრა და რეკომენდაციების მომზადება კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი ადაპტაციის შესახებ; იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.