CENN-მა ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალგაზრდა ლიდერთა ბანაკს უმასპინძლა
CENN-ის ორგანიზებითა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, 25-30 მარტს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა ახალგაზრდა ლიდერთა ბანაკს უმასპინძლა. 5 დღის განმავლობაში, ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის მონაწილე ქვემო-ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში მცხოვრებ მოსწავლეებს ჩაუტარდათ სესიები პროექტის წერისა და მისი მართვის, ასევე, მდგრადი განვითარების, კამპანიების დაგეგმვისა