ათასობით ადამიანმა თბილისში ევროპის დღე აღნიშნა
6 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გამართა. ღონისძიება ოფიციალურად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნეს. გახსნის ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. გახსნის ოფიციალური ვიდეოს ნახვა...