fbpx

WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დიარეით მიმდინარე დაავადებების თითქმის 90% გამოწვეულია საფრთხის შემცველი წყალმომარაგებით, ცუდი სანიტარული პირობებით და არაადეკვატური ჰიგიენური პრაქტიკით. გარდა ამისა, სტანდარტულზე დაბალი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით გამოწვეული დაავადებები თავისთავად დიდ პრობლემას წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნებისთვის. საზოგადოების კეთილდღეობა, ბავშვთა არასრულფასოვანი კვება და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოში განპირობებულია დაბინძურებული სასმელი წყლითა და არაადეკვატური სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით.

სასოფლო თემებს, განსაკუთრებით სოფლის სკოლებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს არ გააჩნიათ უსაფრთხო სასმელი წყალი და სანიტარული საშუალებები. სადაც ასეთი საშუალებები არსებობს, ისინი ხშირად არაადეკვატურია ხარისხის ან რაოდენობის თვალსაზრისით. ასეთი პირობები გავლენას ახდენს მოსახლეობაზე ჰელმინთური ინფექციების, ტოქსინებისა და დამაბინძურებლების, დიარეით მიმდინარე დაავადებების და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით, გარდა ამისა, გავლენას ახდენს ბავშვების სკოლაში სწავლის უნარზე.

CENN ხელს უწყობს წყალთან, სანიტარიასთან და ჰიგიენასთან (WaSH) დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, თემების შესაძლებლობების განვითარებას და ცნობიერების ამაღლებას ჯანსაღი თემების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და ჯანმრთელობის ცენტრების თვალსაზრისით.

CENN, მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) პირდაპირ კავშირში, ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც აუმჯობესებს  WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) პირობებს სოფლის თემებში, რაც თავისთავად უკვე გავლენას ახდენს 15000-ზე მეტ ადამიანზე, ხელს უწყობს სათემო ინსტიტუტების ადამიანური რესურსების განვითარებას, აძლიერებს ადგილობრივ ქალებსა და ახალგაზრდებს რათა მათ შეძლონ წამყვანი როლის თამაში წყლის რესურსების მართვაში და აუმჯობესებს WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

პროექტები