fbpx

ადამიანის უფლებათა დაცვა და სამოქალაქო სექტორის განვითარება

გამოცდილება აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკის შემუშავებაში და ჩაერთოს ადამიანის უფლებების დაცვაში, რათა უზრუნველყოს უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების ადვოკატირება და მიწოდება, ასევე უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით დაუცველ და მარგინალიზებულ თემებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ადამიანის უფლებების დაცვისა და ეთნიკური უმცირესობების შესაძლებლობებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვან კატალიზატორს წარმოადგენს მონაწილეობრივი პროცესების სტიმულირება და გაძლიერებული ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ფართო დემოკრატიული საკუთრების საფუძვლების შესაქმნელად. CENN მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის, მათ შორის ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების განვითარებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს საზოგადოების თვითრწმენასა და მედეგობას.

პროექტები