fbpx

გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება

CENN მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მდგრადი განვითარება საუკეთესოდ მიიღწევა გოგონებისა და ქალების უფლებების გაძლიერებით, მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ხმის ამაღლებითა და ჩართულობის გენდერულად თანასწორი პროცესების ხელშეწყობით ყველა დონეზე.

გენდერული ფაქტორები და გარემოს დეგრადაციისა და კლიმატის ცვლილების  შედეგები აძლიერებენ არსებულ გენდერულ უთანასწორობას. ხშირ შემთხვევაში ქალების დამოკიდებულება გარემოზე (მიწაზე, წყალზე და სხვა ბუნებრივ რესურსებზე, ასევე საჯარო სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე) და მასზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა, მათ შორის ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, წყალზე და სანიტარულ მდგომარეობაზე, ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება, გარემოს დეგრადაცია  და კატასტროფები მათზე გაცილებით მტანჯველ ზეგავლენას ახდენს.

ქალები და გოგონები უნდა იყვნენ კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირების საქმეში გადაწყვეტილებების შემუშავების განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, ქალთა ხმების გაძლიერება, მათი სააგენტოების განვითარება და ლიდერობის შესაძლებლობები წარმოადგენს მედეგობის შენების და  მდგრადი განვითარების წინაპირობას გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების შესრულებისთვის. CENN ცდილობს უზრუნველყოს ქალთა არსებითი და მნიშვნელოვანი მონაწილეობა მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ სტრატეგიებში, პოლიტიკაში, პროგრამებსა და პროექტებში და გააძლიეროს ისინი, როგორც ცვლილების აგენტები. CENN სხვადასხვა პროგრამებისა და ინიციატივების მეშვეობით მხარს უჭერს ქალთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, განსაკუთრებით სოფლად და მარგინალიზებულ ჯგუფებში.

 

პროექტები