გაიცანით ორგანიზაცია “Green Geo”, რომელიც კონკურსს „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ ახმეტიდან უერთდება და აქტიურად მუშაობს პლასტმასის ნარჩენების შემცირებაზე.
“მსოფლიო აქტიურად მუშაობს ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხებზე და ჩვენი ვალია, ეს პრობლემა ლოკალურად აღმოვფხვრათ.
ორგანიზაცია „Green Geo” შეუერთდა კონკურსს „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს ნარჩენების მართვასთან არსებული გამოწვევების გადაჭრაში. როდესაც ჰაერი, წყალი და მიწა დაბინძურებულია, შედეგებიც უმძიმესია. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და გადამწყვეტ როლს ასრულებს ამ პროცესებში.” – ოთარ ბასილაშვილი, დამფუძნებელი
კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერითა და პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG. კონკურსი 11 კომპანიასა და ორგნიზაციას აერთიანებს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შემცირების მიზნით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი.