“CENN” და “IUCN“, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ დაფინანსებული პროექტის – ეკოსისტემების აღდგენა გვალვის რისკის პრევენციისა და მედეგობის ზრდისათვის – ფარგლებში, აცხადებს კონკურსს კვლევის ჩასატარებლად თემაზე – გვალვის გენდერული ანალიზი საქართველოში.
დაინტერესებულმა კომპანიებმა/პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით (18:00 საათი) ასოციაცია CENN-ის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.bregadze@cenn.org.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ტექნიკური დავალება ინგლისურ ენაზე.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ მხოლოდ წერილობითი სახით: nino.bregadze@cenn.org