fbpx

სასურსათო უსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა და მდგრადობა

კავკასიის რეგიონის ქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ გააჩნიათ  ბუნებრივი რესურსები და პოტენციალი,  მაინც უწევთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილებისა და სხვა შესაძლო გლობალური კრიზისების სცენარის გამო, რეგიონის სასურსათო უსაფრთხოება და კვების სრულფასოვნება საფრთხის წინაშეა. იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა სრულფასოვან, უვნებელ და ხელმისაწვდომ საკვებზე, დაუყოვნებლივ საჭიროა პირველადი წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების გაუმჯობესება,  და საკვების დანაკარგისა და ნარჩენების შემცირება.

CENN ისწრაფვის შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების პრობლემის შემცირებისკენ, ამიტომაც თანამშრომლობს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა გააუმჯობესოს სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობა მდგრადი გზით, ხელი შეუწყოს აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერებას და შეამციროს საკვების დანაკარგები და საკვების ნარჩენები მიწოდების ჯაჭვში.

პროექტები