fbpx

ჩვენ შესახებ

CENN განვითარების რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მასშტაბით გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობს, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ ვსპეციალიზდებით მთელ რიგ სფეროებში, როგორებიცაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა, რესურსების მდგრადი მართვა, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის განმტკიცება, კლიმატის მიმართ მედეგი, ჯანსაღი და წარმატებული თემების განვითარება და ქალების, გოგონებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ინკლუზიური გადაწყვეტების შექმნაში მონაწილეობის მიღება.

სამხრეთ კავკასიის მთელ რეგიონში 60-ზე მეტი მუდმივი თანამშრომლითა და მოხალისეთა ქსელით წარმოდგენილ CENN-ს შესწევს უნარი და აქვს მისწრაფება, უზრუნველყოს თანამიმდევრული, პროფესიული და უმაღლესი ხარისხის მომსახურება. ჩვენ ვქმნით და ვთავაზობთ თანამედროვე გადაწყვეტებს სამთავრობო და ბიზნესსექტორებსა და თემების, ვეხმარებით მათ გარემოსდაცვითი და მომიჯნავე რისკების მართვასა და გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.