
ახალგაზრდობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უკეთესი – უფრო მწვანე, უფრო ინკლუზიური და ციფრული – მომავლის მშენებლობაში. CENN ისწრაფვის რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდებს მომავლისთვის. კავკასიის რეგიონში ახალგაზრდები კვლავ გამოწვევების წინაშე დგანან განათლების, ტრენინგის, სწავლის, დასაქმების, მეწარმეობის და ჩართულობის თვალსაზრისით.
გასულ წლებში ჩვენ მოწმენი გავხდით როგორი მონდომება და ძალა გამოავლინა ახალგაზრდა თაობამ მეტი დასაქმების შესაძლებლობების შესაქმნელად მწვანე ინდუსტრიებში. ამიტომაც, CENN უზრუნველყოფს სოფლად ახალგაზრდებისთვის განვითარების სხვადასხვა პროგრამებს, რათა მოხდეს მათი სოციალური, გარემოსდაცვითი და ინოვაციური ბიზნეს მოდელების აქსელერაცია და, მეწარმეობის საშუალებით, ჩამოყალიბდნენ სოციალური ცვლილებების მთავარ მამოძრავებელ ძალად. ეს კი თავის მხრივ მათ აძლევს შესაძლებლობას მიიღონ შემოსავალი და დაასაქმონ გაჭირვებულები. ამის მისაღწევად ჩვენ ვმუშაობთ საჯარო, კერძო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებთან.



