აშშ-ის მხარდაჭერით, CENN-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამა 32-მა მასწავლებელმა წარმატებით დაასრულა
საქართველოს სამ რეგიონში – სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებმა მასწავლებლებმა სათემო ინიციატივები შეიმუშავეს, რომლებსაც მიმდინარე წელს განახორციელებენ. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, CENN-მა მასწავლებელთა სამოქალაქო განათლების ბანაკს უმასპინძლა. ბანაკმა შეაჯამა „მასწავლებელთა სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა აქტივობა.