რესურსების მდგრადი მართვა – სახელმძღვანელო ახალგზრდებისთვის

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > რესურსების მდგრადი მართვა – სახელმძღვანელო ახალგზრდებისთვის

რესურსების მდგრადი მართვა

სახელმძღვანელო ახალგზრდებისთვის

წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი რესურსების მდგრად მართვაზე, ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასა და მათ შენარჩუნებაზე მომავალი თაობებისთვის.

მკითხველი გაეცნობა მდგრადობის კონცეფციას – რა არის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობა და როგორ ურთიერთქმედებს ეს სამი პრინციპი ერთმანეთთან. დეტალურად არის განხილული გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDGs) და მათი კავშირი რესურსების მართვასთან.

პუბლიკაცია აღწერს ეკოსისტემებსა და ბუნებრივ ციკლებს – ეკო სისტემური სერვისების ტიპებს (მომარაგების, მარეგულირებელი, დამხმარე და კულტურული) და საკვები ნივთიერებების ძირითად ციკლებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის ზემოქმედებას გარემოზე – ეკოლოგიურ კვალს, რესურსების არამდგრად გამოყენებას და კლიმატის ცვლილების გავლენას.

მკითხველი ასევე გაეცნობა რესურსების მდგრადი მართვის ძირითად პრინციპებს: ეფექტიანობა, თანასწორობა, განახლებადობა, სიფრთხილე და ადაპტირება.

სახელმძღვანელო მომზადებულია CENN-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის  მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.