საქართველოს სამ რეგიონში – სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებმა მასწავლებლებმა სათემო ინიციატივები შეიმუშავეს, რომლებსაც მიმდინარე წელს განახორციელებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, CENN-მა მასწავლებელთა სამოქალაქო განათლების ბანაკს უმასპინძლა. ბანაკმა შეაჯამა „მასწავლებელთა სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა აქტივობა. პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ კრისტოფერ ანდერსონმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მონაწილე მასწავლებლები ესწრებოდნენ სემინარებს პროექტის წერის, გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორცილებისა და სასკოლო განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.
შეხვედრების ბოლოს, წალენჯიხის, მარნეულის, დმანისის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებმა გაერთიანებული ძალებით შეიმუშავეს სათემო ინიციატივები, რომლებიც მდგრადი განვითარების, არაფორმალური განათლებისა და ინტეგრაციის საკითხებს ეხება. ღონისძიებას ესწრებოდნენ შშ-ის საელჩოს, სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები.
მომავალი სამი თვის განმავლობაში მასწავლებლები შემუშავებული პროექტების განხორციელებაზე იმუშავებენ და ადგილობრივი თემების განვითარებაში შეიტანენ წვლილს.
მასწავლებელთა სამოქალაქო ჩართულობის პროგრამა ორგანიზებულია პროექტის „Edulinks – კავშირების დამყარება განათლების საშუალებით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით