CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში აგრძელებს გურიის რეგიონის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წევრების ორგანიზაციული უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში, გურიის სამივე რეგიონში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში გრძელდება ორგანიზაციული ტრენინგების ციკლი. ამჯერად, სამივე მუნიციპალიტეტის LAG-ის 80-მდე წევრი სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური მმართველობის მიმართულებით გადამზადდა.
კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის უფროსმა მკვლევარმა, ეგნატე შამუგიამ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) წევრებს გაუზიარა ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მექანიზმებისა და მათი გამოყენების შესახებ.
ტრენინგების ციკლის მიზანია, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ორგანიზაციული განვითარება და მხარდაჭერა. მომდევნო ტრენინგები მოიცავს კერძო და საჯარო თანამშრომლობის; მოპალარაკების უნარებისა და ფასილიტაციის; საზოგადოებასთან ურთიერთობის; ადვოკატირებისა და ლობირების; გრანტის მართვის, ფონდების მოძიებისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებს.
მომდევნო საორგანიზაციო ტრენინგებზე დარეგისტრირება შეუძლიათ LAG-ების წევრებს. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა:
სარეგისტრაციო ბმული ოზურგეთის LAG-ის წევრებისთვის:
https://forms.gle/Mopf73oyfPwDpqJu8
სარეგისტრაციო ბმული ჩოხატაურის LAG-ის წევრებისთვის:
https://forms.gle/c8Qzh1E3x9khMTvi8
სარეგისტრაციო ბმული ლანჩხუთის LAG-ის წევრებისთვის:
https://forms.gle/V65RcrADaCJz2rVc8
მონაწილეობის მსურველებს ტრენინგების ზუსტი თარიღების შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირების შემდეგ, უახლოეს დღეებში მიეწოდებათ.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.