ხანგრძლივობა: 2021-2025
გეოგრაფიული დაფარვა: მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი, საქართველო
განმახორციელებელი: CENN
დონორი: HEKS-EPER
პროექტის უპირველესი მიზანია კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის შემუშავებისა და პოპულარიზაციისა მეშვეობით მხარი დაუჭიროს მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდას. ეს მხარდაჭერა გულისხმობს სათემო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებას, კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის ჩარჩო
გეგმის შემუშავებას, რომლებიც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე ‘ქვემოდან ზემოთ’ პრინციპის გათვალისწინებით, ადვოკატირების კამპანიების განხორციელებას, ქვეგრანტების მეშვეობით კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარების ადგილობრივი ინიციატივების დაფინანსებას, ასევე გარემოს გაუმჯობესებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესაქმნელად. მთლიანობაში, პროექტი ხელს უწყობს მარნეულის მუნიციპალიტეტის მდგრად და ინკლუზიურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
PRAISE Marneuli პროექტს სამი ამოცანა აქვს: (1) ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტის დონეზე კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის მექანიზმები; (2) გაიზარდა სათემო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობები გამოიყენონ კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკები ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA) პრინციპების გათვალისწინებით; (3) განვითარდა შემოსავლის შექმნის შესაძლებლობები და გაუმჯობესდა ცხოვრების ხარისხი.
სასურსათო უსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა და მდგრადობა
პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობისა და კვების სისტემების გარდაქმნას კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის მეშვეობით. ეს შეამცირებს მოსავლის უკმარისობის რისკს ექსტრემალური ამინდის მოვლენების დროს, რაც გამოიწვევს მოკლევადიან პერიოდში სასურსათო დაუცველობისა და სიღარიბის შემცირებას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – სასურსათო უსაფრთხოებისთვის კლიმატის ცვლილების საფრთხის შემცირებას. მავნებლების მართვის ინტეგრირებული პრაქტიკის დანერგვით, შემცირდება აგროქიმიკატების გამოყენება და წარმოიქმნება უვნებელი, ნოყიერი, მაღალი ღირებულების კულტურები, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღ დიეტას და არასრულფასოვანი კვებისგან დაცვას.
მდგრადი
სოფლის
მეურნეობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვის დასაჩქარებლად პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ინტერვენცია გულისხმობს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებას სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვებში. პროექტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამა მოიცავს თემატურ ტრენინგებს, საპილოტე ნაკვეთების განვითარებას, საველე დღეებს, სასწავლო ტურებს, ახალგაზრდულ მწვანე ბანაკებს და სასწავლო მასალების გავრცელებას
შესაძლებლობების განვითარების საქმიანობებში, სავარაუდო გათვლებით, ჩართული იქნება 300 ინდივიდი. პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალებსა და ეთნიკურ უმცირესობებს. ისინი მიიღებენ ცოდნასა და უნარებს რათა გამოიყენონ მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა (ნიადაგის მდგრადი მართვა, მოსავლის დივერსიფიკაცია და ცვლა, კომპოსტირება, ნიადაგის მულჩირება, ქიმიური საშუალებების შემცირება, კლიმატისადმი მედეგი კულტურების ჯიშების გამოყვანა, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, სასათბურე მეურნეობა). მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გასაფართოებლად ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისთვის, პროექტი, ქვეგრანტების მეშვეობით, მხარს უჭერს სოფლად ქალთა კოოპერატივების შექმნას. ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, ახალგაზრდა ქალთა მონაწილეობისთვის მდგრად სოფლის მეურნეობაში, აგრომეწარმეობაში, კვების სისტემებში და გარემოს დაცვაში, შეიქმნა მარნეულის მუნიციპალიტეტის „გოგონების გაძლიერების კლუბი“. ტარდება მრავალფეროვანი არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობები კლუბის 20 წევრისთვის რათა ისინი უკეთ ერკვეოდნენ გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში და ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის დანერგვისთვის საჭირო მექანიზმების ჩამოყალიბებაში და ასევე შეეძლოთ კვების სისტემაში მდგრადი გადაწყვეტების მიღება.
კლიმატის ცვლილების შერბილება, ადაპტაცია და მედეგობა
ადგილობრივ დონეზე ადაპტაციის მექანიზმების ინტეგრაციისა და სოფლის მეურნეობის სისტემების მდგრადობის გაზრდის მიზნით, პროექტმა ‘ქვემოდან ზემოთ’ პრინციპის გათვალისწინებით შეიმუშავა კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის ინკლუზიური ჩარჩო გეგმა, რომელიც მორგებულია ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების საჭიროებებსა და პრიორიტეტებს. კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის ჩარჩო გეგმა ხელმისაწვდომია სათემო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისთვის. როგორც ცოდნის მასალა და სახელმძღვანელო კულტურების წარმოებაში, მეცხოველეობის წარმოებასა და მიწის მენეჯმენტში ადაპტაციის პრაქტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მარნეულის მუნიციპალიტეტის დაინტერესებულ მხარეთა მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოიცავს 17 დაინტერესებულ მხარეს სხვადასხვა სექტორიდან მოწყვლადი ჯგუფების თანაბარი მონაწილეობით. მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტის დონეზე კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვისთვის ხელისშემშლელი წინააღმდეგობების გამოვლენაში და და წარმოშობილ გამოწვევებზე დაყრდნობით, ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ადვოკატირების საკითხები დაკავშირებულია სარწყავი სისტემების ეფექტურ მართვასთან, ნარჩენების მართვასთან და ნიადაგის დაბინძურების პრევენციასთან. მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფის წევრები ასევე მოქმედებენ როგორც ცოდნის მულტიპლიკატორები ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმირებულობის ასამაღლებლად სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილების გავლენის, შერბილებისა და ადაპტაციის პრაქტიკის მნიშვნელობის შესახებ და ხელს უწყობენ კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარებას. გარდა ამისა, 2 საპილოტე ნაკვეთის განვითარება მიზნად ისახავს კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის და ადაპტაციის ტექნიკის წარმოჩენას და ფერმერებისა და ექსტენციის სპეციალისტების უნარების ამაღლებას კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის შესახებ.