CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა.
ფინალური შეხვედრის მონაწილე საქართველოს 35 სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებმა ჟიურისა და მოწვეულ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობები წარუდგინეს, რომლებიც თავიანთ ქალაქებსა თუ სოფლებში წლის განმავლობაში განახორციელეს.
ფინალურ შეხვედრაზე გამოვლინდნენ გამარჯვებული სკოლები:
I ადგილი – მარნეულის #2 საჯარო სკოლა
II ადგილი – გორის #9 საჯარო სკოლა
III ადგილი – ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა
გამარჯვებულ სკოლებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისათვის:
I ადგილის მფლობელი – 5,000 ლარი
II ადგილის მფლობელი – 4,000 ლარი
III ადგილის მფლობელი – 3,000 ლარი
გარდა ამისა, დასახელდნენ კონკურსის პარტნიორების რჩეული ეკოკლუბები და დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 10 რჩეულ სკოლას 200 ლარიანი წიგნების ვაუჩერი, ხოლო 3 გამარჯვებულ სკოლას 500, 400 და 300 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერები გადასცა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული სკოლები გახდნენ:
მარნეულის #2 საჯარო სკოლა, გორის #9 საჯარო სკოლა, ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა, თბილისის #45 საჯარო სკოლა, ხაშურის #1 საჯარო სკოლა, შულავერის #1 საჯარო სკოლა, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“, თბილისის #199 საჯარო სკოლა, თხილნარის საჯარო სკოლა, ბაღდათის #2 საჯარო სკოლა, თბილისის #137 საჯარო სკოლა, ქუთაისის #13 საჯარო სკოლა, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია.
ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩეული თბილისის #45 საჯარო სკოლა გახდა. სააგენტომ სკოლის ეკოკლუბს მულტიფუნქციური პროექტორი გადასცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული ჟიურის მუდმივმა წევრმა, კარლო ამირგულაშვილმა გამოავლინა. მათი რჩეული მარნეულის #2 საჯარო სკოლა გახდა. სკოლის ეკოკლუბის მომხსენებლები ერთი დღით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გახდებიან.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოვალინა „მწვანე ჯილდოს“ მფლობელი მასწავლებელი – ეთერ გეწაძე, აფენის #1 საჯარო სკოლიდან. ასევე, ცენტრმა სპეციალურ ნომინაციაში – „წლის ეკო-სპიკერი“ დაასახელა – ალექსანდრე ბენიძე, ლეციცხვაიეს საჯარო სკოლიდან და მას წიგნების 200 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რჩეული გახდა აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა, რომელსაც პრიზის სახით ტექნიკის 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სასაჩუქრე ჩანთებით დააჯილდოვა თხილნარის, ზემო თხილნარისა და ჩაქვის #1 საჯარო სკოლები.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში განხორციელებული კონკურსის – „ფუტკარი, როგორც სიცოცხლის წყარო“- ორი გამარჯვებული სკოლა დააჯილდოვა. გორის #9 საჯარო სკოლის ეკოკლუბის თითოეულმა მონაწილე საჩუქრად სმარტფონი მიიღო. ხაჯალიის საჯარო სკოლის ეკოკლუბს პროექტორი, პროექტორის ეკრანი და კონკურსში მონაწილე თითოეულ მოსწავლესა და მაწავლებელს სმარტფონები გადაეცათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University რჩეული გახდა მარნეულის #2 სკოლა, რომელსაც წიგნის სახლი „ლიგამუსის“ ვაუჩერი და ილიაუნის სასაჩუქრე ჩანთა გადასცა.
“ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” რჩეული ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გახდა, რომელსაც გადაეცა 1,200 ლარიანი გრანტი, რომლის ფარგლებში „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ ბადიაურის სკოლაში მეტეოროლოგიურ ლაბორატორიას მოაწყობს. ასევე, ეკოკლუბელებს ექნებათ საშუალება, ერთდღიანი საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში, ეწვიონ ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურს.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ დააჯილდოვა ორი რჩეული სკოლა – აფენის #1 საჯარო სკოლა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზია. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თანამშრომლები ეწვევიან შერჩეულ სკოლებს და დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრას თემაზე – „სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვა“. წარუდგენენ მობილურ ლაბორატორიას და სკოლის ტერიტორიაზე აღებული ნიმუშებით ჩაატარებენ სადემონსტრაციო ანალიზებს, რაშიც უშუალო მონაწილეობას მიიღებენ ეკოკლუბელები. ასევე, სკოლებთან შეთანხმებით, სკოლების ტერიტორიაზე დარგავენ სხვადასხვა სახეობის ნერგებს.
მეღვინეობა ხარებამ გამოავლინა ორი რჩეული სკოლის ეკოკლუბი – ჩხორიის საჯარო სკოლა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზია. ეკოკლუბებმა საჩუქრად მიიღეს 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი.
სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას რჩეული თბილისის #45 სკოლა გახდა. ეკოკლუბელები საჩუქრად მიიღებენ ერთდღიან ვიზიტს რედისონ ბლუ ივერიას სასტუმროში.
ორგანიზაცია CENN-მა გამარჯვებულების გარდა, გამოავლინა 2 რჩეული ეკოკლუბი, რომლებსაც გადაეცათ 200 ლარიანი ბიბლუსის სასაჩუქრე ვაუჩერები
ორგანიზაცია CENN-ის ერთ-ერთმა პროექტმა – “მწვანე გურია“ – დაბა ნარუჯას სკოლა დააჯილდოვა ერთდღიანი საგანმანათლებლო ტურით კოლხეთის ეროვნულ პარკში.
ასევე, საკუთარი რეგიონის სკოლები დააჯილდოვეს საჩუქრებით საგარეჯოს, თელავის, ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მერიებმა.
ფინალური შეხვედერა გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: ლოღან ჯორჯ ეტიენ ნიკოლი – CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი; თამარ მახარაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე; თომას მიულმანი – ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; თამარ ალადაშვილი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის
დირექტორი; საბინე მახლი – გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში;
ფინალურ შეხვედრაზე ჟიურის წევრებს შორის იყვნენ და მონაწილეებს აფასებდნენ: კარლო ამირგულაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ნათია იორდანიშვილი – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე; თამარ ალადაშვილი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი; ეკა თარგამაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; მურო თაკალანძე – საქართველოს გაეროს ასოციაციის კომუნიკაციების მენეჯერი; ლადო აფხაზავა – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ელჩი და წლის მასწავლებელი (2019); მარინე მოსულიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.