CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში გურიის რეგიონის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წევრებს ხელს უწყობს ორგანიზაციული უნარების გაუმჯობესებაში.
პროექტის ფარგლებში, გურიის სამივე რეგიონში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში დაიწყო ორგანიზაციული ტრენინგების ციკლი. ამ ეტაპზე, სამივე მუნიციპალიტეტის LAG-ის 80-მდე წევრი საჯარო თანამშრომლობის, მოლაპარაკების უნარებისა და ფასილიტაციის მიმართულებით გადამზადდა.
საქართველოში LEADER/CLLD მიდგომის კონსულტანტმა, თენგიზ სულთანიშვილმა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAGs) წევრებს გაუზიარა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მულტისექტორული ქსელების საქმიანობის შესახებ საქართველში. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს კერძო და საჯარო სექტორთან ეფექტიანი პარტნიორობის გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეასრულოს LAG-მა ფასილიტატორის როლი კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
ტრენინგების ციკლის მიზანია, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ორგანიზაციული განვითარება და მხარდაჭერა. ტრენინგები მოიცავს სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური მმართველობის; კერძო და საჯარო თანამშრომლობის; მოპალარაკების უნარებისა და ფასილიტაციის; საზოგადოებასთან ურთიერთობის; ადვოკატირებისა და ლობირების; გრანტის მართვის, ფონდების მოძიებისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებს.
მომდევნო საორგანიზაციო ტრენინგებზე დარეგისტრირება შეუძლიათ LAG-ების წევრებს. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა:
სარეგისტრაციო ბმული ოზურგეთის LAG-ის წევრებისთვის:
https://forms.gle/Mopf73oyfPwDpqJu8
სარეგისტრაციო ბმული ჩოხატაურის LAG-ის წევრებისთვის:
https://forms.gle/c8Qzh1E3x9khMTvi8
სარეგისტრაციო ბმული ლანჩხუთის LAG-ის წევრებისთვის:
https://forms.gle/V65RcrADaCJz2rVc8
მონაწილეობის მსურველებს ტრენინგების ზუსტი თარიღების შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირების შემდეგ, უახლოეს დღეებში მიეწოდებათ.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.