ძლიერი განათლების სისტემა კავკასიის რეგიონში ახალგაზრდა თაობის უწყვეტი და ინკლუზიური განათლების ქვაკუთხედია. სისტემური პოლიტიკის რეფორმები, არსებული საგანმანათლებლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია (როგორც – ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პლატფორმების/პროექტების დანერგვა) და თანამედროვე სტანდარტებისა და სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მმართველობა ყოველთვის ინტეგრირებული იყო CENN-ის საქმიანობაში.
ჩვენი გუნდები მუშაობენ სამინისტროებთან, სკოლებთან, ეკოკლუბებთან, უნივერსიტეტებთან, პროფესიული განათლების ცენტრებთან და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა ჩაატარონ კვლევები, შეიმუშაონ მასწავლებლების, მოსწავლეების და სტუდენტების სტანდარტები და ეტალონები; პრაქტიკული სწავლების და ცოდნისა და უნარების განვითარების პლატფორმების შექმნა აქტივიზმისა და მოხალისეობის გზით; მასწავლებელთა მომზადების სასწავლო გეგმების შემუშავება; ახალი სასწავლო მასალის შემუშავება და გავრცელება როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის; მასწავლებლებისა და სტუდენტების სასერტიფიკაციო კურსების ჩატარება. ჩვენ ასევე ვეხმარებით სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს სტუდენტებისთვის უახლესი მეთოდოლოგიებისა და უნარების განვითარების პროგრამების დანერგვაში.