fbpx

დემოკრატია და კარგი მმართველობა

დემოკრატია და კარგი მმართველობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის შემდგომი განვითარების ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეგიონმა, მათ შორის საქართველომ, დაიწყო დამოუკიდებელი განვითარება ევროპულ გზაზე.

CENN-ს მიაჩნია, რომ დემოკრატია და კარგი მმართველობა სცილდება მთავრობის კომპეტენციას, ამიტომაც აქტიურად მუშაობს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, დამოუკიდებელ აქტივისტებთან და სხვებთან. ჩვენ ვაღიარებთ ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების მნიშვნელობას და ვიბრძვით დემოკრატიული მმართველობის სისტემების გაძლიერებისთვის. საერთაშორისო დონორებთან და ორგანიზაციებთან პარტნიორობით ჩვენ ვაუმჯობესებთ სამთავრობო შესაძლებლობებს ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, აქტიურად შეგვაქვს ჩვენი წვლილი ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებაში და უზრუნველვყოფთ მოწყვლადი, მარგინალიზებული და არახელსაყრელი ჯგუფების, მათ შორის ქალების, ახალგაზრდების, უმცირესობების, იძულებით გადაადგილებულ პირთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ლგბტქ(ი)+ თემის, ეკომიგრანტების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ჩვენი ჩართულობა