fbpx

ეკონომიკური განვითარება

კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდა გადამწყვეტია იმისათვის, რომ გადაჭრან განვითარების პრობლემები, მიაღწიონ პროგრესს და გააუმჯობესონ ცხოვრების დონე.

CENN ისწრაფვის შექმნას სამართლიანი და შეძლებული საზოგადოება რეგიონში ინკლუზიური, მდგრადი და მოქნილი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერით და ამავდროულად ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ მთავრობებთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამედროვე, რესურსეფექტიანი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.

CENN-ის დახმარება მოიცავს გადაწყვეტილების მიმღებთა მხარდაჭერას, იმისათვის რომ  შეიმუშაონ და განახორციელონ შესაბამისი პოლიტიკა და კანონმდებლობა ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად და წრიული ეკონომიკისა და რესურსეფექტიანობის ხელშესაწყობად. ჩვენ ვაძლიერებთ კერძო სექტორს იმისათვის, რომ ამაღლდეს სამუშაო ძალის შესაძლებლობები, გამოყენებულ იქნეს ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები და გაუმჯობესდეს პროდუქტიულობა და გაყიდვები.

ჩვენი ჩართულობა