fbpx

ინოვაცია, ტექნოლოგია და კვლევა

ინვესტიციები ინოვაციებში, ტექნოლოგიებსა და კვლევებში აუცილებელია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პროგრესისთვის. ამით CENN ცდილობს ახალი ცოდნის შემოტანას, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ცხოვრების ხარისხისა და სოციალური კეთილდღეობის ამაღლებას.

CENN ხელს უწყობს ინოვაციას და ახალ ტექნოლოგიებს სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ნარჩენების მართვაში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში და კლიმატის ცვლილებაში ტექნიკური მხარდაჭერისა და ქვე-გრანტების მეშვეობით. ჩვენ გამოვცდით შემოქმედებით და განახლებად გადაწყვეტებს, რომლებიც წარმოაჩენენ დადებით გავლენას გარემოზე და ხარჯების ეფექტურობას, რათა ბიძგი მივცეთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და გავაუმჯობესოთ განვითარების შედეგები.

CENN ასევე ატარებს კვლევასა და ანალიზს იმისათვის, რომ მეტად იქნეს გამოყენებული მონაცემები და მტკიცებულებები გადაწყვეტილების მიღებისას. საბოლოო ჯამში ჩვენი ძალისხმევა აძლიერებს თემებს, კერძო სექტორსა და მთავრობებს იმისათვის, რომ მიიღონ ინფორმირებული და ინოვაციური გადაწყვეტილებები. 

პროექტები