fbpx

კლიმატის ცვლილება, გარემო და ენერგია

ორ ათწლეულზე მეტ ხანს გრძელდება CENN-ის საქმიანობა  კავკასიის რეგიონში კლიმატის ცვლილებასთან, გარემოს დაცვასთან და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ ვთანამშრომლობთ მთავრობებთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შევქმნათ რთული გარემოსდაცვითი პრობლემების მდგრადი გადაწყვეტები.

CENN ხელს უწყობს ინკლუზიურ გარემოსდაცვით მმართველობას, თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას და ავითარებს გარემოსდაცვით მართვის ჯანსაღ სისტემებს ყველა დონეზე, რათა მხარი დაუჭიროს ბუნებრივი რესურსების გაუმჯობესებულ მართვას და ბიომრავალფეროვნების დაცვას, გაზარდოს კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობა და ენერგეტიკული უსაფრთხოება და შექმნას გრძელვადიანი შესაძლებლობები საარსებო წყაროების უზრუნველსაყოფად.

ჩვენი ჩართულობა