გარემოსდაცვითი და გეოპოლიტიკური საკითხებიდან გამომდინარე ენერგომომარაგების უსაფრთხოება და ენერგოეფექტიანობა უმთავრეს რეგიონულ პრიორიტეტებს წარმოადგენენ. ძლიერი ენერგეტიკული პოლიტიკა და ტექნოლოგიები მნიშვნელოვანი საფეხურია რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე. ამ მხრივ, შიდა ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა და მათი სატრანსპორტო მარშრუტები, ასევე ადგილობრივი და რეგიონული რესურსების ეფექტური გამოყენება და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარება ყველაზე პერსპექტიული შესაძლებლობაა დადებითი ბალანსის მისაღწევად, გარემოსა და მდგრადობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და საგარეო ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებას შორის. უფრო მეტიც, ენერგოეფექტიანი განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენება ამცირებს ნახშირბადის ემისიას და უზრუნველყოფს ენერგიას ხელმისაწვდომ ფასად, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკურ კეთილდღეობას.
CENN ქმნის რეგიონში ენერგიის დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტებს მთავრობებისთვის, კერძო სექტორისთვის და საზოგადოების წევრებისთვის განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების ხელშეწყობით, როგორიცაა ბიო საწვავი, ქარის ენერგია, ფოტოელექტროსადგურები (PV) და მზის თერმული ენერგია. ჩვენ გვჯერა, რომ ალტერნატიული ენერგიის ინტეგრირება შეამცირებს ზეწოლას ბუნებრივ რესურსებზე, უზრუნველყოფს იაფ ენერგიას და შეამსუბუქებს სიღარიბეს.