fbpx

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა

გარემოს დეგრადაცია და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კავკასიის რეგიონში. რეგიონი მიდრეკილია მთელი რიგი საფრთხეებისკენ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ინფრასტრუქტურის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. ეს ხშირად გამოწვეულია ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენებით, ეკონომიკური საქმიანობებით და ნარჩენების არასწორი მართვით.

ამის გათვალისწინებით, CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  თანამშრომლობს ადგილობრივ თემებთან, სამთავრობო და კერძო სექტორთან, იმისათვის რომ წარმართონ განვითარება მდგრადი გადაწყვეტილებებისკენ დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების და მწვანე და ინოვაციური პრაქტიკის დანერგვის მეშვეობით.

გარდა ამისა, CENN-ის პროგრამები ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) და  საქართველოსა და ევროკავშირს შორის  ასოცირების შესახებ შეთანხმების  ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებით.

პროექტები