fbpx

კლიმატის ცვლილების შერბილება, ადაპტაცია და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობა

კლიმატის ცვლილება უკვე აშკარად ვლინდება კავკასიის რეგიონში. შეინიშნება საშუალო წლიური ტემპერატურის შესამჩნევი მატება და ცვლილება ნალექების წლიური მაჩვენებლებში. რეგიონი ისედაც მიდრეკილია ბუნებრივი კატასტროფებისკენ, კლიმატის ცვლილება კი თავის მხრივ ამ პროცესებს აძლიერებს.

არასასურველი ზემოქმედების დასაძლევად და სხვადასხვა სექტორში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გასაადვილებლად, CENN ეხმარება მთავრობებს დანერგონ კლიმატგონივრული პრაქტიკა,  ამისათვის ატარებს კვლევებს კლიმატის ცვლილების შესახებ კვლევით ინსტიტუტებთან  მჭიდრო თანამშრომლობით და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის შედეგებს შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად, ახდენს კლიმატის გონივრული პრაქტიკის პილოტირებას და შეიმუშავებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის მექანიზმებს.

პროექტები