fbpx

დიალოგი

დიალოგი, განხილვა და სტრატეგიული კომუნიკაცია CENN-ის მუშაობის მნიშვნელოვანი ასპექტებია. ჩვენი მიზანია, დიალოგისა და კომუნიკაციისთვის ინტერაქტიური პლატფორმების შექმნისა და ხელშეწყობის მეშვეობით უზრუნველვყოთ გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესები, ამასთან ხელი შევუწყოთ ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებასა და განათლებას.

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან სხვადასხვა სექტორში, მათ შორის მთავრობებთან, ბიზნესებთან, აკადემიურ წრეებთან, საგანმანათლებლო და მრავალმხრივი პროფილის დაწესებულებებთან, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მონაწილეობრივი პროცესები ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. ჩვენ ხელს ვუწყობთ საჯარო-კერძო დიალოგსა (PPD) და პარტნიორობას (PPP), ვქმნით მრავალმხრივ და მრავალდარგობრივ საკომუნიკაციო პლატფორმებს, ვავითარებთ კომუნიკაციის სტრატეგიებს, ვქმნით და ვატარებთ ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებსა და ქცევის შეცვლის კამპანიებს, ასევე ვეხმარებით ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებს აუცილებელი საკომუნიკაციო ღონისძიებებით.

უფრო მეტიც, ინფორმაციის გაზიარებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ყველა დაინტერესებული მხარისთვის CENN ამუშავებს ონლაინ ცოდნის პორტალებსა და  ელექტრონულ ქსელს (ელექტრონული ბიულეტენი, კავკასიის გარემოსდაცვითი ამბები), რომელთაც 30,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავთ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.