fbpx

კონსულტაცია

CENN-ს აქვს 25-წლიანი გამოცდილება სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის პროფესიული და მაღალი ხარისხის საკონსულტაციო მომსახურების გაწევაში. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, მიაღწიონ კონკურენტულ უპირატესობას გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური მუშაობის გაუმჯობესების გზით.

CENN  ქმნის თანამედროვე გადაწყვეტილებებს კერძო და საჯარო კლიენტებისთვის და ეხმარება მათ შემდეგ სფეროებში: კლიმატის ცვლილება, გარემო და ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, ეკონომიკური ზრდა, დემოკრატია და კარგი მმართველობა, განათლება და ახალგაზრდობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

ჩვენი სერვისები მრავალმხრივია და მოიცავს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევასა და ანალიზებს, გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური ზემოქმედების შეფასების ჩატარებას, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას, ოპერაციული მუშაობის გაუმჯობესებას, ადვოკატირებასა და ლობირებას და სტრატეგიულ და პოლიტიკურ კონსულტაციებს. ჩვენ ვათავსებთ ტექნიკურ ცოდნასა და გამოცდილებას ანალიტიკურ უნარებსა და პრობლემების კონსტრუქციულ გადაჭრასთან, რათა მივაწოდოთ ჩვენს კლიენტებს მაღალი ხარისხის მომსახურება და დავაკმაყოფილოთ მათი მდგრადობის საჭიროებები.