მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) საქართველოს ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენის და მდგრადი მართვის გზით
ხანგრძლივობა: 2020-2024
გეოგრაფიული დაფარვა: დმანისის, გურჯაანისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები (საქართველო)
განმახორციელებელი: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) და CENN, ინიცირებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ
დონორი: GEF
პროექტის საერთო მიზანია მხარი დაუჭიროს ეროვნულ ძალისხმევას მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევაში დეგრადირებული საძოვრების აღდგენის და მდგრადი მართვის გზით (ეროვნული მიზნები 1 და 4). ამგვარად, პროექტი მუშაობს საძოვრების მართვის გეგმების შემუშავებაზე სამიზნე მუნიციპალიტეტებში რათა უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემოს შექმნა მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN), მიწათსარგებლობის დაგეგმვის პროცესებისა და საკუთრების უფლებათა უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებული აქცენტით საძოვრებზე. ამას მოჰყვება შერჩეული მიდგომების მასშტაბირება სამ სამიზნე მუნიციპალიტეტში მიწათსარგებლობის გეგმებისა და მიზნობრივი შესაძლებლობების განვითარების პროგრამებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების გამოყენებით.
პროექტი შედგება ოთხი კომპონენტისგან: (1) საძოვრების მდგრადი მართვის მარეგულირებელი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება საქართველოში, (2) საძოვრების მდგრადი მართვის პრაქტიკის დემონსტრაცია და წარმატებული მიდგომების გაფართოება, (3) ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარება საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსი მიღწევა, და (4) ცოდნის ეფექტური მართვა, შედეგზე დაფუძნებული მართვის, მონიტორინგისა და შეფასების მეშვეობით. CENN ახორციელებს კომპონენტ 3-ს, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია.
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა
პროექტი ხელს უწყობს საძოვრების მდგრად მართვას მარეგულირებელი და ინსტიტუციური ბაზის გაძლიერების, საძოვრების მდგრადი მართვის პრაქტიკის დემონსტრაციისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.
მდგრადი
სოფლის
მეურნეობა
პროექტი უზრუნველყოფს ხელსაყრელი გარემოს შექმნას მეცხოველეობის მდგრადი ინტენსიფიკაციისათვის ადგილობრივი ფერმერების შესაძლებლობების გაზრდის გზით. მცირე მესაკუთრეები ეცნობიან პირუტყვის დაბალანსებულ დიეტებს, რაც თავის მხრივ გაზრდის პროდუქტიულობას, შეამცირებს სათბურის გაზების ემისიის ინტენსივობას და შეამცირებს დამოკიდებულებას საძოვრებზე (აიცილებს ჭარბ ძოვებას და მიწის დეგრადაციას). პროექტი ხელს უწყობს ძველი, ტრადიციული ჯიშების აღორძინებას, რომლებიც კარგად არიან ადაპტირებული ადგილობრივ გარემო პირობებთან. პროექტმა, სამ სამიზნე რეგიონში პირუტყვის ღირებულების ჯაჭვის გასაძლიერებლად, შეიმუშავა 5 განსხვავებული ბიზნეს მოდელი საძოვრებისთვის სხვადასხვა მიწათმფლობელობის სისტემების მიხედვით, ხარჯ-სარგებლის ანალიზის საფუძველზე მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) პრინციპების ინტეგრირების მეშვეობით.
სასურსათო უსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა და მდგრადობა
ცხოველური წარმოშობის საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, პროექტი ახორციელებს ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების განვითარების სხვადასხვა საქმიანობებს, როგორიცაა ტრენინგები, სასწავლო მასალების შემუშავება და ციფრული/ვიდეო გაკვეთილები ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ, ასევე ვეტერინარულ და ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებზე.
გარდა ამისა, მეცხოველეობის წარმოების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, პროექტი ატარებს ფერმერთა საველე სკოლებს მეცხოველეობის წარმოების ინტენსიფიკაციის, ცხოველების სათანადო კვებისა და ჯიშების შერჩევის შესახებ.
ადამიანური
რესურსების
განვითარება
სოფლის მეურნეობის კუთხით ფერმერების განათლებაში მნიშვნელოვანი ჩავარდნებია. მეცხოველეობის სფეროში სპეციალური ცოდნის ნაკლებობა, ასევე საძოვრების მდგრადი მართვა მნიშვნელოვნად ზღუდავს მეცხოველეობის სექტორის შემდგომ განვითარებას და იწვევს საძოვრების გაუარესებას. ამ გამოწვევის საპასუხოდ, პროექტმა ჩაატარა ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების საჭიროების შეფასება, შეიმუშავა შესაძლებლობების განვითარების პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია მიწის მდგრადი მართვის/მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (SLM/LDN) გამოყენებაზე, ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა გარემოსდაცვით და სასოფლო-სამეურნეო თემებზე. პროექტი შეიმუშავებს სასწავლო მასალებს, სახელმძღვანელოებს და მედიაპროდუქტებს, რომლებსაც იყენებენ ექსტენციის სპეციალისტები, ფერმერები და სხვა დაინტერესებული მხარეები.