ხანგრძლივობა: 01/07/2020 – 30/09/2021
გეოგრაფიული დაფარვა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი
განმახორციელებლები: CENN, Green Lane NGO
დონორი: USAID Bureau for Europe and Eurasia, Economic Development, Governance and Enterprise Growth project
ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ კეთილდღეობაში. COVID-19-ის გავრცელებამ სერიოზული გამოწვევა შეუქმნა ტურიზმის სექტორს, რის შედეგადაც შემცირდა საერთაშორისო ტურისტების შემოსვლა და ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა, გარდა ამისა რისკის ქვეშ აღმოჩნდა სამუშაო ადგილები ტურიზმის სექტორში. ამ ყველაფერმა ცხადი გახადა სექტორის მდგრადობის გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობა ინოვაციების გაძლიერებით და ტურისტული სერვისების პროვაიდერების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერით.
ზემოაღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, პროექტმა ‘ციფრული კავკასია’ მიზნად დაისახა მდგრადი ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული მცირე და საშუალო მეწარმეების ზრდის ხელშეწყობა კავკასიის რეგიონული ტურიზმის ბრენდისა და ბაზრის შემუშავებითა და პოპულარიზაციის გზით, ბიზნესების დახვეწით და კავშირების გაფართოებით რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. პროექტმა მიზანში ამოიღო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შერჩეული რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესები – ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის ადგილობრივი სერვისის მიმწოდებლები, ეკო და სოფლის ტურისტულ სერვისებში ჩართული ბიზნეს ასოციაციები და ოჯახური მეურნეობები სოფლად.
პროექტის უმთავრესო მიზანი გახლდათ კავკასიის ტურიზმის სექტორის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ციფრული ტრანსფორმაციის მეშვეობით, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის ძლიერი რეგიონული პარტნიორობისა და სინერგიების ხელშეწყობა. ამისათვის, პროექტმა ხელი შეუწყო კავკასიის რეგიონის ონლაინ პოპულარიზაციას კავკასიის ტურისტული პორტალის შექმნით. პროექტმა მხარი დაუჭირა 250-მდე მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ბიზნეს ოპერაციების გაუმჯობესებისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით.
ინოვაცია,
ტექნოლოგია
და კვლევა
ერთი წლისა და ხუთი თვის განმავლობაში, Digital Caucasus პროექტმა ხელი შეუწყო კავკასიის რეგიონში მრავალმიმართულებიანი ტურიზმის პოპულარიზაციას GoCaucasusToday პორტალის შექმნით, მხარი დაუჭირა ბენეფიციარ მცირე და საშუალო ბიზნესებს ციფრული წიგნიერების გაუმჯობესების საქმეში და ხელი შეუწყო რეგიონულ პარტნიორობას და ახალი კავშირების შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის რეგიონში. ტექნოლოგიური ინსტრუმენტებით საშუალებით შეძენილმა უნარებმა განაპირობა გაუმჯობესებული ტურისტული შეთავაზება, რომელიც უფრო მიმზიდველი, ეფექტური, ინკლუზიური და ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრადია.
ბიზნესგარემოს შექმნა ინკლუზიური ეკონომიკისთვის
პროექტმა მხარი დაუჭირა 200-ზე მეტ მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებას ბიზნესის ფუნქციონირების და მართვის პრაქტიკის გაძლიერების კუთხით. ამისათვის ჩატარდა საგანგებოდ შედგენილი ინტენსიური ტრენინგები, Match Making და B2B შეხვედრები და ღონისძიებები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) აპლიკაციების გადაცემა. შედეგად, ბენეფიციარმა კომპანიებმა აიმაღლეს უნარები და ცოდნა ციფრული მარკეტინგის, ელექტრონული კომერციის და ონლაინ ბიზნესის მართვის ინსტრუმენტებში, რამაც ხელი შეუწყო მათ ციფრულ ტრანსფორმაციას და გაზარდა კონკურენტუნარიანობა. შედეგად გაუმჯობესდა სერვისები და პროდუქტები, რამაც თავის მხრივ დადებითი გავლენა იქონია გაყიდვებზე; გაუმჯობესდა ონლაინ წარმომადგენლობა (ვებგვერდი, სოციალური ქსელები) და დაჯავშნის პლატფორმების მართვა, რამაც გაზარდა მომხმარებელთა რაოდენობა; და განახლდა ბიზნესის მართვის მიდგომები, რამაც შეამცირა სამუშაო დატვირთვები.