ხანგრძლივობა: 2017-2021
გეოგრაფიული დაფარვა:
იმერეთი, ქვემო ქართლი და კახეთის რეგიონები, საქართველო
განმახორციელებელი: CENN
დონორი: New World Programme (Global Water Challenge & The Coca Cola Foundation)
წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WaSH) პროგრამა საქართველოში დაეხმარა მუნიციპალიტეტებს, საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საჯარო სკოლებს, სოციალურად დაუცველ სოფლებსა და სხვა დაწესებულებებს WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სერვისების განვითარებასა, აღდგენასა და გაუმჯობესებაში. იგი მოიცავდა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ლობირებას და ადვოკატირების კამპანიებს, ტრენინგებსა და სემინარებს წყლის რესურსების კლიმატ-გონივრული მართვის შესახებ და უსაფრთხო სასმელი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WaSH) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. პროექტების მიზანი იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის შემცირება.
WASH-ს საქართველოში ოთხი ძირითადი მიზანი ჰქონდა: (1) ინოვაციური საპილოტე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება WaSH სერვისებზე; (2) WaSH სექტორში ტექნოლოგიების ტრანსფერის, ინოვაციების ინტეგრაციისა და ახალ შესაძლებლობების ხელშეწყობა; (3) სათემო ინსტიტუტების ადამიანური რესურსების განვითარება და ადგილობრივი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, რათა შეძლონ წამყვანი როლი შეასრულონ წყლის რესურსების კლიმატგონივრულ მართვაში; და (4) გააუმჯობესოს პოსტ-პანდემიური რეალობა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის შერბილება და COVID-19-ის აღდგენა
პროგრამის ფარგლებში განხორციელდა WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) შეფასება, რომელიც მოიცავდა საქართველოს 10 რეგიონის სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და ჯანდაცვის ცენტრებს. შეფასების მთავარი მიზანი იყო WaSH პირობების შეფასება და საჭიროებების შეფასება და იმ სერვისების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას. ეს შეფასებები ერთგვარ საინფორმაციო ინსტრუმენტს წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჯანმრთელობის შესაძლო რისკების კუთხით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, პროგრამის ფარგლებში შემუშავდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) წყალი, სანიტარია და ჰიგიენა (WaSH) სკოლებში. გაიდლაინი მიზნად ისახავს ინფორმაცია მიაწოდოს სამთავრობო უწყებებს, მშობლებს და ზოგადად საზოგადოებას სკოლასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, განსაკუთრებით WaSh (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) საკითხებზე რათა შესაძლებელი გახდეს რისკის შეფასების და შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა. გაიდლაინი ასევე შეიცავს ინფორმაციას სკოლის მენეჯმენტის შესახებ COVID-19-ის პირობებში – ვრცელ თემატურ მასალებს, რომლებიც WaSh საკითხებთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებს, პრინციპებს, მიდგომებს და სტრატეგიულ ხედვებს განმარტავს. უფრო მეტიც, პროგრამის ფარგლებში გავრცელდა პლაკატები, საინფორმაციო მასალები, სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა პროდუქტები საქართველოში COVID-19-ის ცხელ წერტილებში, მათ შორის დაუცველ ეთნიკურ უმცირესობებს შორის.
პროგრამის ფარგლებში გადამზადების კურსები COVID-19-ის შესახებ გაიარეს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკებში მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებმა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით შემუშავდა და ჩატარდა ჯანდაცვის მუშაკებისთვის COVID-19 სიტუაციის მართვის სასწავლო პროგრამა და ონლაინ ტრენინგები. შემუშავებული სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ თემებს: WaSH სამედიცინო დაწესებულებები – გლობალური კონტექსტი, გლობალური COVID-19 და WaSH პირობების მიმოხილვა, WaSH მხარდაჭერის სტანდარტები სამედიცინო დაწესებულებებში, რვა პრაქტიკული რჩევა სამედიცინო დაწესებულებებში WaSH -ის გაუმჯობესებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, WaSH და COVID-19 შეფასებები ახმეტისა და წალკის მუნიციპალიტეტის სოფლის ჯანდაცვის ცენტრებში, ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია – ძირითადი გამოწვევები.
ადამიანური
რესურსის
განვითარება
პროგრამამ მხარი დაუჭირა საქართველოში მუნიციპალური WaSH საბჭოების განვითარებას. საბჭოებს ჩაუტარდათ WASH ტრენინგები და გაეწიათ შემდგომი მხარდაჭერა შესაბამის მუნიციპალიტეტებში WaSH პრობლემების გადაჭრა, ლობირებასა და შესწავლაში. WASH საბჭოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, იმისათვის, რომ WASH სერვისები ხელმისაწვდომი იყოს სამიზნე რეგიონების ყველაზე დაუცველ თემებისთვისაც კი.
გარდა ამისა, პროგრამამ, რომელიც ფოკუსირებული იყო ცნობიერების ამაღლების კამპანიებზე, მოიცვა 10000 ადამიანი შესაძლებლობების განვითარების საქმიანობებით (მათ შორის 72% ქალები და ახალგაზრდები). ახალგაზრდებისთვის შემუშავდა და ჩატარდა ტრენინგები და საზაფხულო ბანაკები შემდეგი მიმართულებებით: წყალი და სანიტარია; ლობირება და ადვოკატირება; გენდერი, წყალი და ადამიანის უფლებები; წყლის რესურსების მდგრადი მართვა; წყლის რესურსების კლიმატგონივრული მართვა; WaSH და ჯანმრთელობის ძირითადი პრინციპები; და WASH და COVID-19.
ტექნოლოგიების ტრანსფერი,
ინოვაციების
ინტეგრაცია და
ახალი
შესაძლებლობები სექტორში
WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) პროგრამამ შეიმუშავა საინფორმაციო მასალები WaSH ტექნოლოგიების, წყლის ინფრასტრუქტურის მართვის შესახებ და ჩაატარა WaSH ტრენინგები პროგრამის დაგეგმვის, ანალიზისა და განხორციელების შესახებ. ტრენინგები მოიცავდა საველე ვიზიტებს, სადაც მონაწილეები აკვირდებოდნენ წყლის განაწილებისა და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს და შეიძინეს დამატებითი უნარები შესაბამის მუნიციპალიტეტებში WASH საკითხების გადასაჭრელად.
საპილოტე ინოვაციური პროექტების განხორციელება
პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს სოციალურად დაუცველ თემებში განხორციელდა 30-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის მიზანი იყო წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სანიტარიისა და ჰიგიენისთვის. შედეგად, 28 000-მდე ადამიანს აქვს წვდომა სუფთა და უსაფრთხო სასმელ წყალზე და ადეკვატურ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე.