გერმანიის საგარეო საქმე სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, FUE და CENN, 2023 წლის აგვისტოდან ახორციელებენ რეგიონულ პროექტს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, რათა გააძლიერონ SCO-ები, რომლებიც მუშაობენ მდგრად განვითარებაზე. აღნიშნული პროექტის სამი ძირითადი თემაა: SDG ქსელის ჩამოყალიბება, SDG მონიტორინგი და SDG ადვოკატირება.
2023 წლის 9 ოქტომბერს, CENN-მა, თბილისში, ერთდღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა SDG ადვოკატირების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს CSO წარმომადგენლებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. საერთაშორისო ექსპერტებმა ნელია რახიმოვამ, მდგრადი განვითარების სპეციალისტი, დოქტორი და ვალენტინა ბოდრუგ ლუნგუმ, გენდერული ცენტრის პრეზიდენტი და დამფუძნებელი მოლდოვაში, შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი და სხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითები SDG ადვოკატირების კუთხით, სამივე ქვეყანაში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) პროცესების ხელშესაწყობად.
სამუშაო შეხვედრის მეორე ნახევარი ეხებოდა ჯგუფურ მუშაობას, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში მომუშავე CSO-ების საჭიროებების გამოვლენის მიზნით და 2024 წლისათვის მოსამზადებელი VNR-ების შემუშავების პროცესში ეფექტიანად ჩართულობისთვის, კონკრეტული სამოქმედო გეგმების განსაზღვრასა და გადაწყვეტის გზების პოვნას.
პარტნიორებს შორის გამოცდილებების გაზიარების მსგავსი დინამიური პროცესები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი განვითარების უფრო ძლიერი და კოორდინირებული მიდგომების ჩამოაყალიბებს შეუწყობს ხელს.