მოხარული და მადლობელი ვართ, გაცნობოთ ნანა ჯანაშიას სახელობის მემორიალური ტყის დაარსების შესახებ სომხეთის კერძო დაცულ ტერიტორიაზე, რომლის ინიციატორია ველური ბუნებისა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნების ფონდი (FPWC) სომხეთში.
ნანა ჯანაშიას სახელობის ტყე წარმოადგენს ნანას ცოცხალ მემორიალს, როგორც გამორჩეული პიროვნების, რომლის გატაცებამ ველური ბუნებით და შრომამ კონსერვაციისათვის წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს გულებში.
ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით FPWC-ს და IUCN-ს ნანა ჯანაშიას სახელობის ტყის დაარსებისთვის, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისა, დავიცვათ გარემო მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.
CENN ასევე მადლობას უხდის ყველა პარტნიორს სომხეთში, ორგანიზაციასა თუ ინდივიდს, ვინც მხარი დაუჭირა ნანა ჯანაშიას სახელობის ტყის დაარსებას.