fbpx

გვალვის მართვის ეროვნული პოლიტიკის მიმოხილვა

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > განათლება და ახალგაზრდობა > გვალვის მართვის ეროვნული პოლიტიკის მიმოხილვა
მიმდინარე სიახლეები
პროექტები
პუბლიკაციები

გვალვის მართვის ეროვნული პოლიტიკის მიმოხილვა

გვალვის სიხშირის ზრდა ფიქსირდება მსოფლიოს მასშტაბით. გვალვა არცთუ იშვიათად დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან, ისევე როგორც ამ უკანასკნელის შედეგად გახშირებულ ექსტრემალურ მოვლენებთან.

არიდიზაციის გამომწვევი ბუნებრივი ფაქტორები ყოველწლიურად ინტენსიურდება. ამ მხრივ საქართველოს წინაშეც დგას მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომ ლებიც უკავშირდება გვალვას, არიდულობასა და მიწის დეგრადაციას, რასაც ამწვავებს კლიმატის ცვლილების ზემოქმედება. გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა (2014-2022) აცნობიერებს ამ რისკებს და ხაზს უსვამს ბუნებრივი კატასტროფების ზრდას, როგორიცაა ნიადაგის დეგრადაციითა და ადამიანის საქმიანობით განპირობებული გვალვა. გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების თანახმად, კლიმატის ცვლილების ფონზე შეინიშნება სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების, მათ შორის გვალვის, სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით, კახეთსა და მცხეთამთიანეთში. საქართველოს რელიეფი, მეტეოროლოგიური პირობები და მაღალი ანთროპოგენური ზემოქმედება გარემოზე ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბუნებრივი კატასტროფების, მათ შორის გვალვის, განვითარებისთვის.

წინამდებარე კვლევის შედეგებით შესაძლოა კარგი ბაზისი მომზადდეს სამომავლო ინტერვენციების/ღონისძიებების დასაგეგმად. ამ დოკუმენტის გამოყენე ბა ასევე შეიძლება გვალვაზე სარეაგირო მექანიზმის გასაძლიერებლად; დაბოლოს, მცირე მასშტაბის საპილოტე ღონისძიებების ჩასატარებლად, რომლებიც მიზნად ისახავს ეკოსისტემების აღდგენას გვალვის/გვალვის სიმკაცრის წინააღმდეგ საბრძოლველად