საქართველოს წითელი წიგნი

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > საქართველოს წითელი წიგნი

საქართველოს წითელი წიგნი — ცხოველთა და მცენარეთა იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობები, არაორგანული ბუნების ზოგიერთი ძეგლი

1982 წელს გამოცემული „საქართველოს წითელი წიგნი“, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს, ნაწილობრივ გადამუშავდა და ხელახლა გამოიცა. გამოცემა მოიცავს ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების, ასევე მაღალი მეცნიერული და ესთეტიკური ღირებულების მქონე ცოცხალი და არაორგანული ბუნების ძეგლების — დიდხნოვანი ხეების, გეომორფოლოგიური, გეოლოგიური და ჰიდროგრაფიული წარმონაქმნების შესახებ.

განახლებულ ვერსიაში დაზუსტებულია ტექსტი და დამატებულია სახეობების კონსერვაციული სტატუსები „საქართველოს წითელი ნუსხისა“ და „საერთაშორისო წითელი ნუსხის“ შესაბამისად, რაც დროში ბიომრავალფეროვნების ცვლილების შეფასების საშუალებას იძლევა.

გამოცემა მომზადდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, პროექტის — „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელშეწყობით.