შეშის მოპოვება, დამზადება და გამოყენება — რა უნდა ვიცოდეთ?

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > შეშის მოპოვება, დამზადება და გამოყენება — რა უნდა ვიცოდეთ?

შეშის მოპოვება, დამზადება და გამოყენება — რა უნდა ვიცოდეთ?

საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ით დაფარული ტყეები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი და ეკონომიკური რესურსია, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობა. თუმცა, ენერგიის ალტერნატიული წყაროების სიმცირე და ხეტყის არამდგრადი მოპოვება აზიანებს ეკოსისტემებს, ამცირებს ბიომრავალფეროვნებას და ახშირებს სტიქიურ მოვლენებს.

წინამდებარე ბროშურა განკუთვნილია როგორც სატყეო დარგის სპეციალისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პუბლიკაცია პრაქტიკულ ინფორმაციას გვაწვდის შეშის ეფექტიანი, მდგრადი მოპოვების, დამზადებისა და გამოყენების შესახებ გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით.

ბროშურა მომზადდა პროექტის — „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (Austrian Development Cooperation) ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ADC-ის მოსაზრებებსა და შეხედულებებს.