ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტები – სახელმძღვანელო ახალგზრდებისთვის

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > განათლება და ახალგაზრდობა > ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტები – სახელმძღვანელო ახალგზრდებისთვის

ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტები

სახელმძღვანელო ახალგზრდებისთვის

წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტებზე, ბუნების დაცვის თანამედროვე მიდგომებსა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე.

მკითხველი გაეცნობა ბიომრავალფეროვნების არსს – რა არის გენეტიკური, სახეობათა და ეკოსისტემური მრავალფეროვნება. 

პუბლიკაცია აღწერს ბიომრავალფეროვნების მთავარ საფრთხეებს: ჰაბიტატების დაკარგვა და ფრაგმენტაცია, კლიმატის ცვლილება, ჭარბი მოხმარება, ინვაზიური სახეობები და დაბინძურება.

მკითხველი გაეცნობა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების (NbS) კონცეფციას – როგორც თანამედროვე, ეფექტიან მიდგომას, რომელიც იყენებს ეკოსისტემების ძალას გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.

მასალა მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.