მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება: გზამკვლევი მეფუტკრე ფერმერისა და თაფლის მწარმოებლისთვის

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება: გზამკვლევი მეფუტკრე ფერმერისა და თაფლის მწარმოებლისთვის

მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება საქართველოსა და ევროკავშირში — გზამკვლევი მეფუტკრე ფერმერისა და თაფლის მწარმოებლისთვის

საქართველოს მრავალფეროვანი თაფლოვანი მცენარეული საფარი და ქართული მთის რუხი ფუტკრის უნიკალური ჯიში მაღალი ხარისხის თაფლის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის. გზამკვლევი მოიცავს პრაქტიკულ ინფორმაციას ფუტკრის მოვლა-პატრონობის, დაავადებებთან ბრძოლის, მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოების,სურსათის უვნებლობის მოთხოვნების, მიკვლევადობის, ბაზარზე განთავსებისა და ევროკავშირში ექსპორტის შესახებ.

გამოცემა განკუთვნილია მეფუტკრე ფერმერებისა და თაფლის მწარმოებლებისთვის, რათა დაეხმაროს მათ მდგრადი მეურნეობის წარმართვასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევაში.

პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის („ქედა ლიდერი“)” ფარგლებში. შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.