ოზურგეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მწვანე ბიუჯეტის პროექტები

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > ოზურგეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მწვანე ბიუჯეტის პროექტები

ოზურგეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მწვანე ბიუჯეტის პროექტები წარმოდგენილი დოკუმენტები მიზნად ისახავს ოზურგეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პოლიტიკის გარემოსდაცვით მიმართულებების შეფასებას, მწვანე ბიუჯეტირების შესაძლებლობების გამოვლენასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

დოკუმენტები მოიცავს მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული საბიუჯეტო მიმართულებების მიმოხილვას, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასებას და რეკომენდაციებს მწვანე ბიუჯეტირების გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი პრიორიტეტების გაძლიერებისთვის.

აღნიშნული დოკუმენტები მომზადდა პროექტ „მწვანე კავკასიის“ ინიციატივით, რომელიც ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.

გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა და დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.