CENN-ის წლიური ანგარიში 2024

მთავარი > Portfolio > წლიური ანგარიში > CENN-ის წლიური ანგარიში 2024

მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ CENN-ის 2024 წლის ანგარიში.

უკვე 26 წელია CENN მუშაობს სამხრეთ კავკასიაში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ამ დროის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ 300-ზე მეტი პროექტი, რომლებიც ეროვნულ და ადგილობრივ პარტნიორებს, ახალგაზრდებსა და ქალთა ჯგუფებს აძლიერებს.

ანგარიში ასახავს ჩვენს წვლილს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის მიღწევაში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს გუნდს, პარტნიორებსა და დონორებს. მადლობას ვუხდით მათ ნდობისა და მხარდაჭერისთვის – სწორედ მათი წყალობით შევძელით რესურსების მობილიზება, პოზიტიური ცვლილებების დაწყება და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნა.

ერთად შევქმნათ უკეთესი, მწვანე და ინკლუზიური მომავალი!