რეპლიკაციის სტრატეგია (ENG)
რეპლიკაციის სტრატეგია, რომელიც პროექტის “PRAISE Marneuli: კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა მდგრადი საარსებო პირობების შექმნისათვის მრავალეთნიკური მარნეულის მუნიციპალიტეტში” მიერ შეიქმნა, მიზნად ისახავს დაეხმაროს სექტორის დაინტერესებულ მხარეებს შეაფასონ პროექტის განხორციელების ას მიღებული გამოცდილება, გაეცნონ პროექტის მდგრადობასთან დაკავშირებით გამოყენებულ მიდგომებს, პროექტის წარმატებულ შედეგებს და დანერგონ შესაბამისი სტრატეგიული რეკომენდაციები კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისათვის საქართველოს რეგიონებში.
სტრატეგია შეიქმნა პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა PRAISE MARNEULI – პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.