მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები გვალამედეგობის ასამაღლებლად
ეს სახელმძღვანელო წარმოადგენს მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების ციფრულ გაიდლაინს, რომელიც მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “კლიმატის ინოვაციური სერვისების შექმნა სამეცნიერო და ადგილობრივი ცოდნის ინტეგრირების გზით (I-CISK)” ფარგლებში.
დოკუმენტი დეტალურად განიხილავს გვალვის გავლენას სოფლის მეურნეობაზე საქართველოში, კლიმატის ცვლილების საპროგნოზო სცენარების გათვალისწინებით.
გაიდლაინი აღწერს კონკრეტულ მეთოდებსა და ტექნიკებს გვალვამედეგობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის:
ნიადაგის ორგანული ნივთიერებების მართვა და წყალშეკავების უნარის გაუმჯობესება (კომპოსტირების მეთოდების ჩათვლით).
ნიადაგის მინიმალური დამუშავება და მულჩირება.
თესლბრუნვა და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მრავალფეროვნების ზრდა.
საფარი კულტურების და აგრომეტყევეობის გამოყენება.
საძოვრების მდგრადი მართვა.
დოკუმენტი ხაზს უსვამს ამ პრაქტიკების კომბინირების აუცილებლობას კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი აგროეკოსისტემის ჩამოსაყალიბებლად.





