ხანგრძლივობა: 2021-2023
გეოგრაფიული დაფარვა: ქალაქი თბილისი, 5 დიდი ქალაქი –ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, რუსთავი, როგორც საპილოტე მუნიციპალიტეტები
განმახორციელებელი: CENN
დონორი: GIZ გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით
პროექტი დაეხმარა საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით მდგრადი განვითარების მიზნების სამდივნოს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში. ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი პროცესის და მნიშვნელოვანი მრავალმხრივი დიალოგის უზრუნველყოფამ საწყისი მისცა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას, განაგრძო SDG-ის ლოკალიზაცია და ახალი ამოცანების ნაციონალიზაცია.
პროექტმა მხარი დაუჭირა იმ ინსტიტუტების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის მიერ მდგრადი განვითარების მიზნებისკენ გადადგმული ნაბიჯების გრძელვადიან მდგრადობას. მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს და თემატური სამუშაო ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერებით საქართველოში, CENN-ის პროექტმა ხელი შეუწყო ქვეყნის მდგრად განვითარებას.
მდგრადი განვითარების მიზნების პროექტს ჰქონდა ოთხი ძირითადი მიზანი: (1) მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესის გაგრძელების მხარდაჭერა; (2) მრავალდარგობრივი თემატური სამუშაო ჯგუფის წევრების შესაძლებლობების გაზრდა; (3) მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა; და (4) საქართველოს რეგიონებში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
მდგრადი
განვითარების
მიზნების
ლოკალიზაციის მხარდაჭერა
პროექტის მხარს უჭერს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციას შერჩეულ სამიზნე მუნიციპალიტეტების 5 დიდ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში და ზუგდიდში, თვითმმართველობების შესაბამისი წარმომადგენლებისა და ადგილობრივი არასახელმწიფო დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და მობილიზების მეშვეობით. ეს იყო საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთგვარი გაგრძელებას და აერთიანებდა შესაძლებლობების განვითარებას და ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივი მოთამაშეებისთვის, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადგილობრივი არასახელმწიფო დაინტერესებული მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი მედია და ადგილობრივი თემები. ადგილობრივად თანმიმდევრული და ეფექტური სამუშაო პროცესის შესაქმნელად პროექტმა უზრუნველყო ადგილობრივი კოორდინატორები თითოეულ მუნიციპალიტეტში.
მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრების შესაძლებლობების გაზრდა
მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ფარგლებში მობილიზებულია ოთხი თემატური მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელთაც გაეწიათ დახმარება შესაძლებლობების განვითარებისთვის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მხარდასაჭერად მონაცემთა შეგროვებისა და ანგარიშგების გზით. შესაძლებლობების განვითარებას კი ორი ძირითადი მიმართულება აქვს: (i) შესაძლებლობების გაზრდა მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მეთოდოლოგიასა და/ან მიზნების ნაციონალიზაციის შესახებ; (ii) არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგისა და მათი საქმიანობის მდგრადი განვითარების მიზნების დაკავშირებისათვის, რომელიც აისახება მომავალ ეროვნულ ნებაყოფლობითი მიმოხილვის (VNR) და ყოველწლიურ მონიტორინგის ანგარიშებში.
მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს გაძლიერება
გაძლიერებულია მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ინსტიტუციური შესაძლებლობები მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მრავალმხრივი პროცესის ეფექტური კოორდინაციისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ღონისძიებები ეხებოდა პროცესში სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეების გააქტიურებას და მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს მხარდაჭერას ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართვაში.
თემატური მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფები შედგება სახელმწიფო უწყებებისგან, საქართველოში გაეროს წარმომადგენლებისგან, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან. ამ პლატფორმის მონაწილეები არიან გადამწყვეტი მხარეები გლობალური მიზნების, ამოცანებისა და ინდიკატორების ნაციონალიზაციის გასაგრძელებლად, რაც ქვეყნის 2030 წლის დღის წესრიგს უფრო აქტუალურს ხდის გლობალური სირთულეების გათვალისწინებით, როგორიცაა პანდემია და რეგიონში ომები. ამ მოთამაშეებს მობილიზებითა და შესაძლებლობების გაძლიერებით, პროექტმა მხარი დაუჭირა მრავალდარგობრივ დიალოგს გადამწყვეტი ნაციონალიზაციის პროცესში. შედეგად, სამუშაო ჯგუფებმა განაგრძეს მუშაობა მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციასა და განხორციელებაზე და ამავდროულად გააჩნიათ სამოქმედო გეგმები მომავალში სახელმძღვანელოდ.