გაიცანით კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ მონაწილე, EFES ლუდსახარშების საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი კომპანია EFES საქართველო. კომპანია გამოირჩევა მაღალი კორპორაციული პასუხისგმებლობით, რასაც მათ მიერ განხორციელებული არაერთი პროექტი ამტკიცებს. EFES საქართველოს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი გვიყვება ამ საკითხების შესახებ:
,,ეფეს საქართველო” “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის“ (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში და აწარმოებს ადგილობრივ და ლიცენზირებულ ლუდს და ლიმონათს ქართული ბაზრისთვის. ამასთანავე, ჩვენ 15 წელზე მეტია, რაც კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტებს ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით.
როგორც „გაეროს გლობალური შეთანხმების“ წევრი კომპანია, „ეფეს საქართველო“ ყოველწლიურად გამოირჩევა ახალი ინიციატივებითა და პროექტებით. „ეფეს საქართველოსთვის“ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება ერთ-ერთი მთავარი და ამავე დროს დეკლარირებული პრიორიტეტია, განსაკუთრებით გარემოს დაცვის მიმართულებით. ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათ პროექტებში ჩართულობა. მადლობა CENN-ს ამ შესაძლებლობისთვის.” – ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, კორპორაციულ საქმეთა დირექტორი
კონკურსი ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: “ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერით, პროკრედიტ ბანკთან და პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი.